მამუკა ბახტაძე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
მამუკა ბახტაძე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის თელავში შეხვდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.

საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე და დაადასტურეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი რეგიონული პროექტების განხორციელებაში.

მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.