მამუკა ბახტაძე - თუ ხათუნა გოგორიშვილი დოლარში ჩემ დეპოზიტს აღმოაჩენს, შეგვიძლია, თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადავრიცხოთ 
მამუკა ბახტაძე - თუ ხათუნა გოგორიშვილი დოლარში ჩემ დეპოზიტს აღმოაჩენს, შეგვიძლია, თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადავრიცხოთ 

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციონერ დეპუტატს ხათუნა გოგორიშვილს სთავაზობს, იმ შემთხვევაში, თუ მის დეპოზიტებს დოლარში აღმოაჩენს, ეს თანხა ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხოს.

მამუკა ბახტაძე ხათუნა გოგორიშვილის კითხვას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრს დეპოზიტები დოლარში აქვს განთავსებული მაშინ, როცა სხვას ურჩევს, დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში განათავსოს.

„ხათუნა გოგორიშვილის კითხვა ძალიან ორიგინალური და ჩემთვის სიახლე იყო. თუ თქვენ ჩემი დეკლარაცია სხვა ადამიანის დეკლარაციაში შემთხვევით არ აგერიათ და აღმოაჩენთ, რომ ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს, თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ, ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია აირჩიოთ და თანხა იმ ორგანიზაციის ანგარიშზე გადავრიცხოთ“, – მიმართა გოგორიშვილს ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი