მამუკა ბახტაძე - თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა სისტემური ხასიათი, არავინ გამოეკიდება სკამს, მით უმეტეს გიორგი გახარია
მამუკა ბახტაძე - თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა სისტემური ხასიათი, არავინ გამოეკიდება სკამს, მით უმეტეს გიორგი გახარია

ჩვენც გვაქვს კითხვები ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ, საზოგადოებამ, ერთად მივიღოთ სრული სურათი, რასთან გვქონდა საქმე და თუ ძალის გადამეტების შემთხვევები იყო სისტემური ხასიათის, რომელზეც ზოგიერთი აპელირებს, არავინ გამოეკიდება სკამს, მით უმეტეს, ისეთი ფასეულობების მქონე ადამიანი, როგორიც არის გიორგი გახარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს – სააკაშვილს ეკისრება.

„ჩვენც გვაქვს კითხვები ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხების გაცემა და ჩვენი საზოგადოება ამ პასუხებს მიიღებს ყველაზე გამჭვირვალე გამოძიების შედეგად. გისვამთ კითხვას, რატომ არ უნდა იყოს ზოგიერთი ჯგუფის ინტერესში, რომ ძალის შესაძლო გამოძიების სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოხდეს?! ეს მიდგომა, რომ მათ ინტერესში ეს არ შედის, არის პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი და ყველა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ჩემს მინისტრთა კაბინეტში იქნება ადეკვატური რეაგირება“, – აღნიშნა პრემიერმა.