მამუკა ბახტაძე - თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი
მამუკა ბახტაძე - თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა იყო თაღლითობა, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი

მე ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი გუშინ და ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს “ნაციონალური მოძრაობისთვის”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება, მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები. ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, მაშინ ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.