მამუკა ბახტაძე - სუს-ის გამოყოფა მთავრობიდან იყო პროგრესული ნაბიჯი და არა მგონია, მისი უკან დაბრუნება მიზანშეწონილი იყოს
მამუკა ბახტაძე - სუს-ის გამოყოფა მთავრობიდან იყო პროგრესული ნაბიჯი და არა მგონია, მისი უკან დაბრუნება მიზანშეწონილი იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, ჩემი პოზიციაა, რომ როდესაც ეს სამსახური მთავრობას გამოეყო, ეს იყო პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ უკან დაბრუნება არა მგონია მიზანშეწონილი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუს-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნებას ეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უწყების კოორდინაცია განსაკუთრებულ შემთხვევებში და ზოგადად, სტრატეგიაში.

„ვფიქრობ, როდესაც შემოდგომაზე შეიქმნება უშიშროების საბჭო, ის ამ ფუნქციას აიღებს თავის თავზე და შესაბამისად, მუშაობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის, მაგრამ ის, რომ ნაბიჯი გადავდგათ უკან, არა მგონია იყოს მიზანშეწონილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.