მამუკა ბახტაძე - სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს
მამუკა ბახტაძე - სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

სსიპ-ებთან და აიპ-ებთან დაკავშირებით ზოგადად ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკასა და მიდგომებში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, რომლის თანახმად რელიგიის საკითხთა სააგენტო შესაძლოა, აღარ შეუერთდეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული პროცედურული საკითხები.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი რესურსი, რათა მივიღოთ გაცილებით უკეთესი ეფექტი და უფრო ეფექტური ბიუროკრატია. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის სააგენტოს. ბუნებრივია შესაძლებელია, გაუქმდეს, გაერთიანდეს, მივიღოთ ოპტიმიზაციები და ის ეფექტი, რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.