მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი განათლება არ არის განათლების საერთო სისტემის ნაწილი, რაც შეცდომაა და გამოსწორდება
მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი განათლება არ არის განათლების საერთო სისტემის ნაწილი, რაც შეცდომაა და გამოსწორდება

სკოლამდელი განათლება არ არის განათლების საერთო სისტემის ნაწილი, რაც შეცდომაა და აუცილებლად გამოსწორდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სკოლამდელ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. სწორედ  ადრეული ასაკიდან განათლება აისახება განვითარების შემდგომ საფეხურებზე. დღეს სამწუხაროდ, მოგეხსენებათ,  სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე, რომელიც იყალთოს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა  ხუთი მიმართულებით განხორციელდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.