მამუკა ბახტაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტი სრულიად ობიექტურად შეჩერდა, ვინაიდან ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა
მამუკა ბახტაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტი სრულიად ობიექტურად შეჩერდა, ვინაიდან ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა

ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში სრულიად ობიექტურად მოხდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება, ვინაიდან ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ ინიციატივის პირველი ეტაპის, „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„უფრო მეტიც, იყო კონტპროდუქტიული და რეტროგრადული მე ვიტყოდი. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერცერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. ვერ ნახავთ ვერცერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა, რომ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა.

„ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ, ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით. მოგვეხდინა რკინიგზისა და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგრომელაციაც ვითარდება და პერსპექტივაში, მომავალში ქალაქი რუსთავი მოვაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.