მამუკა ბახტაძე - სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ჩვენს ინიციატივებს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით
მამუკა ბახტაძე - სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ჩვენს ინიციატივებს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ჩვენს და ეროვნული ბანკის ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„სავალუტო ფონდი ისევე, როგორც მსოფლიო ბანკი, იზიარებს იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სესხების დიდი ნაწილი არ არის ვადაგადაცილებული, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი. ჭარბვალიანობის რისკი საქართველოში გვაქვს. ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თავის დასკვნებში. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი”, – აღნიშნა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოში პრობლემური სესხების ყველაზე დაბალი წილია.