მამუკა ბახტაძე - საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს
მამუკა ბახტაძე - საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს

საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც ვსარგებლობთ, ამ ძალიან დიდი სარგებლით, ვიზალიბერალიზაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საფრთხეების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის საფუძველს მოკლებული.

„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე როგორც ბევრი სხვა რაღაც რის აჟიტირებასაც ცდილობენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი. ეს არის ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი. განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას და საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც ვდგამთ ნაბიჯებს და ვსარგებლობთ, ამ ძალიან დიდი სარგებლით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს ყველა დავარწმუნო, რომ საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.