მამუკა ბახტაძე - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ განხილულა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია და მოწყვეტილია რეალობას
მამუკა ბახტაძე - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ განხილულა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია და მოწყვეტილია რეალობას

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საერთოდ არ განხილულა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია და მოწყვეტილია რეალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ეს საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. ვინ განაცხადა, რომ შეიძლება, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს? ეს საკითხი არ განხილულა და ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოსახლეობას უთხრას სიმართლე.

რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის განცხადებებს, ბუნებრივია, ევროპარლამენტში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ისინი, ვინც თანამშრომლობს ჩვენს ოპონენტებთან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტებით. კონკრეტული ფაქტი გახლდათ ის, რომ 10-12 დღის წინ ევროპარლამენტში დამტკიცდა ანგარიში, თითქმის 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ამ ანგარიშს და სწორედ ამ ანგარიშისა და სხვა წინა ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველო აირჩია ერთადერთ ქვეყნად, ვისაც შესთავზა ის ფორმატი, რა ფორმატზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ“, – განაცხადა პრემიერმა.