მამუკა ბახტაძე - საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის პროექტი კიდევ უფრო მეტ ენერგო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს
მამუკა ბახტაძე - საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის პროექტი კიდევ უფრო მეტ ენერგო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს
ანგელა მერკელთან ვისაუბრეთ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროკავშირის ბაზრისთვის დამატებითი რესურსების მიწოდებაზე, აქ საქართველოს თავისი უნიკალური როლი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა მერკელის გამგზავრების შემდეგ გააკეთა.
 
მისი თქმით, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზსაცავი უნდა აშენდეს.
 
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო, ასევე, სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პროექტზე.
 
„საქართველოს რკინიგზა და „დოიჩებანკი“ ერთმანეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ძალიან კარგია, რომ საქართველოს მიმართ გერმანული კომპანიების დაინტერესება იზრდება. ძალიან კარგ და დიდ პროგრესს, რასაც ეკონომიკურ ურთიერთობებში მივაღწიეთ, აუცილებელია, ეკონომიკური თანამშრომლობაც დავაწიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
პრემიერმა საგზაო რუკის დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ითვალისწინებს.
 
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე ვმუშაობთ. ეს საგზაო რუკაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ითვალისწინებს. ამავე დროს, დოკუმენტი ითვალისწინებს იმ ამოცანებს, რომელიც ჩვენ უნდა დავსახოთ, რათა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ამას კარგად ვაცნობიერებთ. ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს მიზნები რაც შეიძლება მოკლე დროში იქნას მიღწეული. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულება, ვინაიდან ევროკავშირთან ისე როგორც ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ახალ პოლიტიკაში, რომელიც საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმასა და ბევრ სხვა ინიციატივას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.