მამუკა ბახტაძე - საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც მთავრობა ახდენდა მოსამართლეების შერჩევას, ასეთი რაღაც აღარ მოხდება
მამუკა ბახტაძე - საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც მთავრობა ახდენდა მოსამართლეების შერჩევას, ასეთი რაღაც აღარ მოხდება

საქართველოში დამთავრდა დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ დალაგებას, ასეთი რაღაც საქართველოში აღარ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ქართველ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართავის საკითზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართავს სრლფასოვნად არ გაცნობია.

„ჩვენი პოლიტიკურ გუნდის პოზიცია არის ძალიან ნათელი, რომ აუცილებად უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა. რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოებში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ დალაგებას, ასეთი რაღაც საქართველოში აღარ მოხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ ამასთან ერთად საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური პროცედურები და კრიტერიუმები. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ გვაქვს ძალიან პირდაპირი დიალოგი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, ისინი პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ.