მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობის შემდეგი სიახლე იქნება რეფორმა განათლების სექტორში
მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობის შემდეგი სიახლე იქნება რეფორმა განათლების სექტორში

ჩემი სურვილი და ხედვაა, რომ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ინიციატივები ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს პარლამენტში. ჩვენი ამოცანაა, რომ შევძლოთ საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი. დღევანდელი ინიციატივის შემდეგ იქნება რეფორმა განათლების სექტორში.

ჩემი სურვილი და ხედვა გახლავთ, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, მისი წილი აღწევდეს 10-11 პროცენტს მთლიან შიდა პროდუქტში და ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეგვიძლია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.