მამუკა ბახტაძე - საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ევროპული გზისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება საუკეთესოა
მამუკა ბახტაძე - საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ევროპული გზისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება საუკეთესოა

საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისა და ჩვენი ევროპული გზისთვის პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება საუკეთესოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მოდელს აქვს გარკვეული გამოწვევები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოკრატიას უფრო მეტ მდგრადობას მოუტანს.

„ამ მოდელს აქვს გარკვეული გამოწვევები, რომელიც აისახება მათ შორის ეფექტურობაზე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდებოდეს, ეს იქნება ეკონომიკა თუ სოციალური პოლიტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოდელი უფრო მეტ მდგრადობას მოუტანს ჩვენს დემოკრატიას. საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა კეთდებოდეს საქართველოში პოლიტიკა.„ქართული ოცნების“ ხედვა იყო, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბებულიყო საპარლამენტო დემოკრატიად და მე ამას განვიხილავ, როგორც მეორე პრინციპულ ნაბიჯს ამ გზაზე, რომ სწორედ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარებაზე ფოკუსირდებოდეს ეს პროცესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.