მამუკა ბახტაძე - საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა, ნებისმიერი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით
მამუკა ბახტაძე - საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა, ნებისმიერი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით

ნებისმიერი რეგლამენტი თავსებადი უნდა იყოს კონსტიტუციასთან, საქართველოს აქვს ახალი კონსტიტუცია და ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ინაუგურაციაზე უცხოელ სტუმრებს ელოდება.

„რაც შეეხება უშუალოდ ინაუგურაციის დღესა და მიდგომებს, ბუნებრივია, ველოდებით ჩვენ მეგობრებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. კონკრეტულ გვარებსა და სახელებს კომისია მოგაწვდით.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ღონისძიებას, ბუნებრივია, ის არ იქნება პომპეზური და ვფიქრობ, ზოგადად, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება უნდა პასუხობდეს იმას, რომ საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა. ნებისმიერი ასეთი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.