მამუკა ბახტაძე - საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება
მამუკა ბახტაძე - საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება

საქართველო დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამამ ძალიან კარგი შესაძლებლობები გაუჩინა ექვსივე ქეყანას.

„დღეს ჩვენ ბრიუსელში დავესწარით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ღონისძიებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ისტორიაში. 10 წლის წინ დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამა ევროკავშირმა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ამ პროგრამამ ძალიან კარგი შესაძლებლობები გაუჩინა ექვსივე ქეყანას. თუმცაღა, დღეს სწორედ საქართველო მიიჩნევა ყველაზე წარმატებულ ქვეყანად „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“. ჩვენ მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი შედეგები, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ მზად უფრო მეტი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება.

„დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და საქართველო მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ამასთან ერთად, ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში, სადაც მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერედება. კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ საქართველო მზად არის ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ.

ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, რომელზეც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორების სამომავლო ურთიერთობაზე იმსჯელეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გახსნა. ღონისძიებაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე წევრი სახელმწიფოს ლიდერები მონაწილეობდნენ. სამუშაო დღე ორ პანელად წარიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელში მონაწილეობდა. მან ღონსიძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დისკუსიის ფორმატში ჩაერთო.