მამუკა ბახტაძე - საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია
მამუკა ბახტაძე - საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია

როდესაც საქართველოს წარმატებაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია რეგიონის კონტექსტიც, რადგან საქართველო წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს ბევრი ქვეყნისთვის დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად, განათლებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა.

„საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი, ანუ, ბიუჯეტის 25% გამოყოფილი იქნება განათლებაზე და რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდება ყველა მომდევნო მთავრობისთვის მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

მიგვაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება ნებისმიერი ხელისუფლების და ნებისმიერი ქვეყნის უდიდესი მისიაა”, – აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.