მამუკა ბახტაძე - საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ევროკავშირთან ურთიერთობა - უმაღლეს დონეზე, ხოლო ნატო-სთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ
მამუკა ბახტაძე - საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ევროკავშირთან ურთიერთობა - უმაღლეს დონეზე, ხოლო ნატო-სთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ

საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო-ევროკავშირის – ყველაზე მაღალ დონეზე და ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის საგარეო კურსს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

„რა თქმა უნდა, აშშ-ი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ საქართველომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატო-სთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.