მამუკა ბახტაძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს
მამუკა ბახტაძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე მმართველ გუნდში კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატია, რომელიც საზოგადოების ნდობის მოპოვებას შეძლებს.

„გუნდში კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ჩემი პირადი პოზიცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური გუნდის, ის არის, რომ გუნდში გვყავს ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას.

კონსულტაციები არ მიმდინარეობს, ბუნებრივია, როდესაც ჩამოვყალიბდებით, ამის შესახებ პირველები თქვენ გაიგებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.