მამუკა ბახტაძე - საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პაუზა აიღო
მამუკა ბახტაძე - საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პაუზა აიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოლიტიკურმა გუნდმა პაუზა აიღო. ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდი აკვირდება, რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო პაუზა, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ასევე იმასაც, რომელი კანდიდატები დაარეგისტრირებენ მონაწილეობის სურვილს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძე.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ განცხადება მან 6 აგვისტოს გააკეთა.