მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება 
მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.

შეხვედრა ამ წუთებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში იწყება.

შეხვედრა 10:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის ფორმირების საკითხს განიხილავენ.