მამუკა ბახტაძე - არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება, როცა ადამიანი მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეა
მამუკა ბახტაძე - არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება, როცა ადამიანი მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეა

ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება, როცა ადამიანი მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეა – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელსაც კითხვით მიმართეს, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარტნიორებმა პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც ძალიან მკაფიოაა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები კვლავ განაგრძობენ მცდელობას, რომ საზოგადოებას არასწორი სურათი დაუხარტონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკას საპარლამენტო დემოკრატიას ვაშენებთ. არ ვცდილობთ, რომ საქართველოში პოლიტიკა პერსონიფიცირებული იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოში პოლიტიკა დეპერსონიფიცირებული იყოს, შესაბამისი ინსტიტუტები შევქმნათ და ის პოლიტიკა განვსაზღვროთ, რომელიც ჩვენ საერთო მიზანს მიგვაღწევინებს. საუბარია იმ ადამიანზე, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარეა, თურმე, ის ქვეყანას არაფორმალურად მართავს, რაც ღიმილის მომგვრელია. გუშინ, ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს. ჩვენი ოპონენტებისთვის ეს ის საკითხი არ არის, რაც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანთ. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება, როცა ადამიანი მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეა“, – განაცხადა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი