მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ვდგავართ
მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ვდგავართ

საპარლამენტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რეფორმაა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წარმატებული იყოს რეფორმების დანერგვაში.

„ახალი კონსტიტუცია ნიშნავს მართლაც ახალ ფურცელს ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მოდელი არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა იწონებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლებზე. აქედან გამომდინარე, ის საუბრებიც, რომ რამდენად შეესაბამება ჩვენი ახალი კონსტიტუციური მოდელი იმ რეალობას, რაშიც ჩვენ ვდგავართ, ესეც მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის როლი გაიზრდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული უნდა ვიყოთ რეფორმების დანერგვაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.