მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება
მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაციაში მონაწილეობს.

როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, მამუკა ბახტაძე დაესწრო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ, რომელსაც დაესწრნენ ბიზნეს წრეების, საინვესტიციო ფონდების და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის მზარდ დინამიკას გლობალურ ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში.

როგორც აღინიშნა, ქვეყანაში შექმნილია საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემო, გატარდა წარმატებული რეფორმები, რაც ასახულია წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში.