მამუკა ბახტაძე - სამთავრობო უწყების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში იყვნენ და 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ სიტუაციას 
მამუკა ბახტაძე - სამთავრობო უწყების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში იყვნენ და 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ სიტუაციას 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ გუგტიანთკარში მთავრობის წარმომადგენლებიდან არავინ ჩასულა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ადგილზე ჩასულები იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ასევე სხვა უწყების წარმომადგენელბიდა და ცხელი ხაზი იყო ამუშავებული.

„სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ ბორდერიზაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ინფორმირებული არის ყველა. მე ვგეგმავ ზოგადად საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლას. მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ ჩასული და ბუნებრივია, აქაც ვგეგმავ. იქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იქ ადგილზე არ იყვნენ. არათუ ჩასულები არ იყვნენ, ისინი 24 საათის განმავლობაში იყვნენ იქ და უწევდნენ ამ სიტუაციას მონიტორინგსა და ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ყველას. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული შერიგების სამინისტროს უწყების თანამშრომლებით დამთავრებული. ეს არის ობიექტური რეალობა და ძალიან გთხოვთ, როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებთ, გადაამოწმოთ და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა.