მამუკა ბახტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა
მამუკა ბახტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვევა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, 11:00 საათზე ზუგდიდში, თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ მამუკა ბახტაძე ფერმერებს შეხვდება.

ამასთან, 14:00 საათზე პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბს ეწვევა და ინფორმაციას მიიღებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.