მამუკა ბახტაძე - სამართალდამცავებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა
მამუკა ბახტაძე - სამართალდამცავებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა

საზოგადოებამაც იხილა, რომ სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ალტერნატიული გზით სარგებლობა შესთავაზეს, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

„ფეისბუქ“ მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვას, რატომ ჩაუკეტეს ოპოზიციას თელავში ჩასასვლელი გზა, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს.

„მათ შეეძლოთ, ესარგებლათ ალტერნატიული გზით – ყვარლის გავლით, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სურდათ ისეთი „დრამატურგიის“ შექმნა და ატმოსფეროს შემოტანა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსი გაეჩინათ. სამართალდამცავებმა მათ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ სხვა მიზნები ჰქონდათ და ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ძალიან ნათლად დაინახა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.