მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილს აქვს წინასაარჩევნო შეხვედრების თავისი გრაფიკი, რომელიც საკმაოდ ინტენსიური და ბუნებრივია
მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილს აქვს წინასაარჩევნო შეხვედრების თავისი გრაფიკი, რომელიც საკმაოდ ინტენსიური და ბუნებრივია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო შეხვედრების საკმაოდ ინტენსიური და ბუნებრივი გრაფიკი აქვს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა – რატომ არ ჩანს ინტენსიურად სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში.

„ქალბატონ სალომეს აქვს წინასაარჩევნო შეხვედრების თავისი გრაფიკი. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიური და ბუნებრივია. მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად და ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.