მამუკა ბახტაძე სალომე სამადაშვილს - თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანს დიდი დრო ჰქონდა, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, გარეჯის საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა
მამუკა ბახტაძე სალომე სამადაშვილს - თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანს დიდი დრო ჰქონდა, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, გარეჯის საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა

ადამიანს, რომელიც ახსენეთ, ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, ეს საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა. აღნიშნული საკითხი აუცილებლად დარეგულირდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას დავით გარეჯთან დაკავშირებით.

სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის, გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

მამუკა ბახტაძის თქმით, დავით გარეჯის თემა ყველასთვის ძალიან ფაქიზი საკითხია და თუ ვინმეს აქვს სურვილი, ისარგებლოს სიტუაციით, ეს არის ოკუპანტი ქვეყანა.

„აქვე მაქვს კითხვა, იმ პარტიებთან, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებულად პოზიციონირებენ და რეალურად არ არიან, თქვენმა არსებულმა თუ ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ ევროპას აქვს კოლონიალური პოლიტიკა. თუ თქვენ გულწრფელად გაქვთ ევროპული მისწრაფებები, კეთილი ინებეთ, გამოდით და გააკეთეთ შესაბამისი განცხადებები. სწორედ ეს არის რუსული ნარატივი და არა ის, რაც ხდება”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.