მამუკა ბახტაძე - როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
მამუკა ბახტაძე - როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს.

„დღეს დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 1978 წლის 14 აპრილი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.