მამუკა ბახტაძე - ქვეყანაში სოციალური დაცვის მაღალი ხარისხისთვის საპენსიო რეფორმა აუცილებელია
მამუკა ბახტაძე - ქვეყანაში სოციალური დაცვის მაღალი ხარისხისთვის საპენსიო რეფორმა აუცილებელია

თუ გვსურს, ქვეყანაში სოციალური დაცვის მაღალი ხარისხი მივიღოთ, საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებლად გვჭირდება, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გააკეთა.

მისივე თქმით, უნდა შეირჩეს საპენსიო რეფორმის საუკეთესო მოდელი, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას ეხმაურება.

“თუ გვსურს, ქვეყანაში სოციალური დაცვის მაღალი ხარისხი მივიღოთ, ჩვენ საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებლად გვჭირდება. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მაგალითი, რომ საპენსიო რეფორმის გარეშე სწორი, კონკურენტუნარიანი სოციალური დაზღვევის სისტემა შექმნილიყოს. აქედან გამომდინარე ამ რეფორმის გატარება აუცილებელია. თუმცაღა მოდელი, რომელსაც შევარჩევთ, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიის შედეგი უნდა იყოს. მსოფლიოში ძალიან ბევრი წარმატებული მოდელი არსებობს და ჩვენ საუკეთესო უნდა შევარჩიოთ,რომელიც იმ რეალობას ეხმაურება, რომელიც საქართველოში გვაქვს. თუ სწორი მოდელი შეირჩევა, რა თქმა უნდა, რისკებიც შეფასებული და მოქმედებათა გეგმაც დაწერილი იქნება, თუ როგორ შეგვიძლია ეს რისკები შევამციროთ დანერგვის სტადიაზე. მოდელი არის მთავარი“, – განაცხადა ბახტაძემ.