მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების“ ინიცირებული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს არ გავაკეთებდი
მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნების“ ინიცირებული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს არ გავაკეთებდი

„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ​ორიენტირებული იყო მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ აგრესიული დღის წესრიგის მძევალი, გინდ საშინაო და გინდ საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის.

„რაც შეეხება კოალიციური მთავრობის ალბათობას, პროპორციული არჩევნებით, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემა, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება. „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა, გინდ საშინაო, გინდ საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი