მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში
მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში

თითოეული ჩვენგანი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოსთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს, რომელიც ქუთაისში იმყოფება, ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არის ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის სურათები და ხომ არ არის ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამოწვეული.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.

„ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.