მამუკა ბახტაძე - ქართულ სპორტსა და ქართულ რაგბს ფონდმა „ქართუმ" დიდი საჩუქარი გაუკეთა
მამუკა ბახტაძე - ქართულ სპორტსა და ქართულ რაგბს ფონდმა „ქართუმ" დიდი საჩუქარი გაუკეთა

ქართულ სპორტსა და ქართულ რაგბს ფონდმა „ქართუმ” დიდი საჩუქარი გაუკეთა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რაგბის სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს სამი მნიშვნელოვანი ობიექტი იწყებს მუშაობას, ერთ ნუცუბიძეზე, მეორე დიღომში ლოკომოტივის ბაზაზე და მესამე თელავში.

„ეს არის დიდი საჩუქარი ქართული სპორტისა და ქართული რაგბისთვის. ეს საჩუქარი გააკეთა ფონდმა „ქართუმ“. მინდა, დიდ მადლობა გადავუხადო ფონდს იმ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელსაც ახორციელებს. პერსონალურად მინდა, მადლობა გადავუხადო ქართული რაგბის ქომაგს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც წლების წინ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის განხორციელება ქართული რაგბისთვის და დღეს მართლაც გვაქვს ხარისხობრივად ახალი ინფრასტრუქტურა. ჩვენი კოლეგებიც. რომლებიც ჩამოდიან, ევროპიდან ზელანდიიდან, თუ არგენტინიდან ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა მართლაც ხდება საუკეთესო და ეს არის წინაპირობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს რაგბში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ბავშვები და მოზარდები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტში.

„ჩვენ ექვსჯერ გვაქვს გასაზრდელი სპორტში მინიმუმ მასობრივი ჩართულობის კოეფიციენტი ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვთა სპორტი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები პროფესიულ სპორტში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.