მამუკა ბახტაძე - „ქართულ ოცნებაში" არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ
მამუკა ბახტაძე - „ქართულ ოცნებაში" არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში” არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა ბახტაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: „პოლიტიკური კურიოზია, „ქართული ოცნება“ ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს“.

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის. „ქართული ოცნება” მმართველი პოლიტიკური ძალაა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ლიდერი დაასახელოთ, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. ჩვენ შიდა კონსულტაციები გვაქვს და როგორც ეს დადგენილია კანონმდებლობით, ჩვენს პოზიციას ვიტყვით და დავაფიქსირებთ.

“ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ”, – განაცხადა ბახტაძემ.