მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

12:56, 10.07.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბელგიის დედაქალაქს 18-20 ივლისს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოს შტაბბინაში.

მსგავსი