მამუკა ბახტაძე - პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას
მამუკა ბახტაძე - პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას

პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას, – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს პარტნიორების, მეგობრებისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ საკითხში.

„მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მოსახლეობის გატაცების, მკვლელობისა და წამების შემთხვევები. პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

დატოვე კომენტარი