მამუკა ბახტაძე -  პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ ბიზნესმენებს 
მამუკა ბახტაძე -  პირადად მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ ბიზნესმენებს 

ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ეს არის ის, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესზე შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერ წევრი, რომლის მიმართაც კითხვები გაჩნდება, მზად არიიან, კითხვებს გასცენ პასუხები.

„რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლას  და იმ ბრალდებებს, რომელსაც მე ვისმენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მინდა ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი გითხრათ – ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მინდა, დავუბრუნდე ბრალდებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. გიორგი ჩვენ გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი. პირადად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ის „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართლა გამწარებულ მეწარმეებს, რომ მათ აღედგინათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულირებელია ვიფიქრო, რომ ეს არის როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.