მამუკა ბახტაძე - პარლამენტთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე პოლიტიკურ მზადყოფნას ვაცხადებ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი
მამუკა ბახტაძე - პარლამენტთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე პოლიტიკურ მზადყოფნას ვაცხადებ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი

პარლამენტთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე პოლიტიკურ მზადყოფნას ვაცხადებ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტის ყველა წევრი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე მთავრობა წარდგება იმ პერიოდულობით, როგორიც საჭიროა მაღალი დონის დემოკრატიისთვის.

„მინისტრობის პერიოდში, ვფიქრობ, ჩემი ქმედებით აღვნიშნე ჩემი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. „ქართული ოცნების“ფილოსოფია გახლავთ საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს არის შემდგარი ფაქტი. მე, ისევე როგორც კაბინეტის ყველა წევრი, პარლამენტთან ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას,“- აღნიშნა პრემიერმა.