მამუკა ბახტაძე - პარლამენტში მისვლა, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაზე საუბარი, იმ ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, არ იქნებოდა ადეკვატური 
მამუკა ბახტაძე - პარლამენტში მისვლა, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაზე საუბარი, იმ ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, არ იქნებოდა ადეკვატური 

იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა მე რომ მესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პროგრამების დინამიკაზე? არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის გადადებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საზოგადოებასთან ურთიერთობისას მთავრობა  ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ გასცეს პასუხები კითხვებს, რომელიც იმ მომენტში არის მნიშვნელოვანი.

„მზად ვარ, საქართველოს პარლამენტში მივიდე, აქვე მინდა გითხრათ, რომ რეგლამენტის დაცვით მოხდა ჩემი ანგარიშის მიწოდება პარლამენტისთვის და შემდეგ უკვე, როდესაც უნდა მივსულიყავი გუნდთან ერთად, უნდა მივსულიყავი ანგარიშით, სადაც ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხია ქართული საზოგადოებისთვის. მაგრამ იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა, რომ მესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობასა და სოციალური პროგრამების დინამიკაზე? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი. პარლამენტში ამის განხილვა უნდა მოხდეს დეტალურად, მყარი არგუმენტებით და აუცილებლად ეს მოხდება, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ გავცეთ პასუხები კითხვებზე, რომელიც იმ მომენტში არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ასე მოვიქეცით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი