მამუკა ბახტაძე ოპოზიციას - თავად მონაწილეობდით საპენსიო ფონდის წევრების შერჩევაში და ახლა კითხულობთ, ვინ განკარგავს ამ თანხებს
მამუკა ბახტაძე ოპოზიციას - თავად მონაწილეობდით საპენსიო ფონდის წევრების შერჩევაში და ახლა კითხულობთ, ვინ განკარგავს ამ თანხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ოპონენტების კითხვას, ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, იაფფასიან პოპულიზმად აფასებს.

მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ ადამიანების შერჩევაში თავადაც მონაწილეობდნენ.

„თქვენ თითონ მიიღეთ მონაწილეობა ამ ხალხის შერჩევაში და ახლა სვამთ ამ კითხვას? გვარებიც ჩამოგითვალეთ ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები.  ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ახსენეთ კითხვებში. ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესტიციების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს?  რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რადგან იცით, რაზეც საუბრობთ, ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს.