მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს მოვუწოდებ, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება
მამუკა ბახტაძე - ოპონენტებს მოვუწოდებ, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება

ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა, მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ახალი თამაშის წესები საქართველოში აუცილებლად დადგინდება, რაც სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება.

„არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადა. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი  სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება.  ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციას სურვილი და საშუალება ექნება, დისკუსიისთვის პარლამენტში აუცილებლად მივა.

„ჩვენმა ინიციატივებმა საზოგადოებაში ძალიან ჯანსაღი დისკუსია გამოიწვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტში მისვლა, ახალ თამაშის წესებზე საუბარი ჩემი სურვილი იყო და არის. დისკუსიაზე გამოჩნდება საქართველოში ახალი, სამართლიანი წესებისა და სიღარიბის დამარცხების მომხრე და მოწინააღმდეგე ვინ არის. ასეთი ტიპის შეხვედრა აუცილებლად მოხდება. სამწუხაროდ იმ კვირაში ოპოზიციამ პარლამენტში შეკრება ვერ მოახერხა. ჩვენ, როდესაც ამ საკითხის მასშტაბურ დისკუსიაზე ვსაუბრობთ, ეს მთელს პარლამენტთან უნდა ხდებოდეს და არა მარტო უმრავლეობასთან. გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ, როდესც ოპოზიციას სურვილი და საშუალება ექნება ასეთი დისკუსია პარლამენტში აუცილებლად შედგება”, – განაცხადა ბახტაძემ.