მამუკა ბახტაძე - ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება
მამუკა ბახტაძე - ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება

ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში დაიდიანების სასახლეში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ძლიერი საქართველო და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და ძლიერ რეგიონებს.

„ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ასეც მოხდება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანების მიღწევა და რაც მთავარია, ჩვენ გჭირდება ის, რაც დაგვიტოვეს  წინაპრებმა, ეს არის ხასიათის სიმტკიცე, ეს არის მდგრადობა იმ გამოწვევების მიმართ, რაც ჩვენ გვაქვს. რას ნიშნავს ძლიერი საქართველო და ევროპული ყაიდის საქართველო, ეს ნიშნავს ძლიერ კუთხეებს და ძლიერ რეგიონებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი კუთხეების და ჩვენი რეგიონების უპირატესობის მაქსიმალური გამოყენება. ამ კუთხით სამეგრელო უნიკალური კუთხე ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.