მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და სენატის თავმჯდომარესთან.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

„ყაზახეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ასევე განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ სექტორსა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.