მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პირველ არხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

მთავრობის მეთაურს სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი იმყოფებიან.