მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა.

როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„დაგეგმილი გვაქვს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იცავს ჩვენს ინტერესებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან.

„ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი