მამუკა ბახტაძე - ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებები ყოველთვის იქნება ჩვენი ეროვნული სიამაყის მიზეზი
მამუკა ბახტაძე - ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებები ყოველთვის იქნება ჩვენი ეროვნული სიამაყის მიზეზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს.

მის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ხალხის უდიდესი სიხარული მრავალი წლის განმავლობაში.

ეს გამარჯვებები ყოველთვის იქნება ჩვენი ეროვნული სიამაყის მიზეზი“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.