მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში არეულობის განცდა შემოიტანოს
მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში არეულობის განცდა შემოიტანოს

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში როგორმე არეულობის განცდა შემოიტანოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ საინფორმაციო გარემო, ტყუილები, აგრესიული რიტორიკა, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოდიოდა.

„ამ არჩევნებმა ძალიან ნათლად გამოკვეთა ეს ყველაფერი, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხო ჩატარდა არჩევნები, იყო მსგავსი ემოციები, მსგავსი განცდები, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები? – არა. ამის პასუხი არის სწორედ ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს, რათა როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საზოგადოებაში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული არჩევნები არის ამისი მკაფიო დემონსტრირება, სხვაგან რატომ არ იყო იგივე ტიპის გარემო და ატმოსფერო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მუნიციპალიტეტი საქართველოში, სადაც 120 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს.

„ამავე დროს ეს არის იმ რეგიონის ცენტრი, რომელიც არის ხიდი ჩვენთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან, ჩვენს ყველაზე დიდ ტკივილთან, აქედან გამომდინარე ზუგდიდში არჩევნები იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.