მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს
მამუკა ბახტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს თავისი აგრესიითა და რიტორიკით საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანოს. ბუნებრივია, მათ ეს არ გამოუვათ. ეს არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. საზოგადოება, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.